სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯერომ დევიდ სელინჯერი-ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოების ავტორი“
ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯერომ დევიდ სელინჯერი-ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოების ავტორი“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში, საერთო დარბაზის ორგანიზებით, ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჯერომ დევიდ სელინჯერი-ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ნაწარმოების ავტორი“ გაიმართა.
 
 შეხვედრას მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი თეონა ბერიძე და მოადგილე ნატალია ჭყონია დაესწრნენ, რომლებმაც მოზარდებს, ქვეყანაში შექმნილი კოვიდსიტუაციის მიუხედავად, საბიბლიოთეკო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
 ღონისძიებაზე მწერლის შემოქმედებასა და ბიოგრაფიაზე დეტალურად ისაუბრეს ბიბლიოთეკარებმა ელეონორა ძიგუამ და ნანა ჩიკვაიძემ. ასევე, მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ავტორის გამორჩეული ნაწარმოებების შესახებ.
 
 თავის მხრივ, მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს სელინჯერის, როგორც გამორჩეული მწერლის ნაწარმოებებზე, წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი მოთხრობებიდან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სელინჯერი რომანს „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელმაც ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
 
 გარდა ამისა, საერთო დარბაზში მოეწყო მწერლის ნაწარმოებების გამოფენა სათაურით:- “ჯერომ სელინჯერის შემოქმედება და ახალგაზრდა თაობა“.

«««