სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ძალა ევროპაშია"
„ძალა ევროპაშია"
 
დღეს,  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კამპანიის „ძალა ევროპაშია" ფარგლებში გერმანელი ენათმეცნიერის, ეთნოლოგისა და ფოტოგრაფის, ადოლფ დირრის უნიკალური ფოტოები გამოიფინა. 
 
ადოლფ დირრი ტფილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა. 1902 წლიდან 1913 წლამდე ის კავკასიაში იმყოფებოდა და დიდი დამსახურება აქვს კავკასიური ენებისა და კულტურების შესწავლის საქმეში. ჯერ კიდევ 1904 წელს მან ქართული და უდიური ენების გრამატიკები გამოსცა. ის ავტორია მრავალი წიგნისა და ასობით სტატიისა.
 
1918 წელს ის კიდევ ერთხელ ჩამოვიდა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წევრი. კავკასიაში ყოფნის დროს მას უამრავი ფოტო აქვს გადაღებული. ეს შესანიშნავი ფოტოები დაცულია მიუნხენის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელსაც ამჟამად ხუთი კონტინენტის მუზეუმი ეწოდება და რომლის კონსერვატორიც დირრი 1913 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო. 
 
ადოლფ დირრის ფოტოგამოფენა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 
 
დღეს კამპანიის ,,ძალა ევროპაშია“ ფარგლებში  ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში ასევე გაიმართა კამპანიაში ჩართული მწერლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა  ახალგაზრდებთან.
 
საღამოს ბიბლიოთეკის სკვერში ბათუმური ბენდის Asea Sool კონცერტი გაიმართა.
კამპანია ,,ძალა ევროპაშია“ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ორგანიზებით 2016 წლიდან მიმდინარეობს.

«««