სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე
დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით,  აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა.
 
ჩვენი  მიზანია  შეიქმნას საბიბლიოთეკო სივრცეში შშმ პირთა ჩართულობის გაუმჯობესების სტრატეგია და შემუშავდეს 5- წლიანი სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს როგორც შენობების ინფრასტრუქტურულ ადაპტირებას, ასევე ბიბლიოთეკის უზრუნველყოფას  შშმ პირთა საჭიროებებს მორგებული  რესურსითა და სერვისებით. 
 
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქალაქ ბათუმიის მუნიციპალიტეტის  მერი, არჩილ ჩიქოვანი მოადგილესთან ერთად, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე. 
 
მონაწილეებს ბრიტანეთის გამოცდილება გააცნო ბრიტანეთის საბჭოს კულტურული პროექტების მენეჯერმა, მაია დარჩიამ. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გაგვიზიარეს სხვადასხვა უწყებებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
 
    

«««