სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საჯარო ლექცია თემაზე: „ვენის კლასიკური სკოლიდან ახალი ვენის სკოლამდე’’
საჯარო ლექცია თემაზე: „ვენის კლასიკური სკოლიდან ახალი ვენის სკოლამდე’’
დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მუსიკოლოგიის დოქტორმა, პროფ. ხათუნა მანაგაძემ გამართა  საჯარო ლექცია თემაზე: „ვენის კლასიკური სკოლიდან ახალი ვენის სკოლამდე“. 
ლექციაზე მუსიკოლოგიის დოქტორმა  წარმოადგინა კლასიკოსების - ჰაიდნის, მოცარტისა და ბეთჰოვენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნაკლებად ცნობილი ფაქტები. ხათუნა მანაგაძემ ასევე ვრცლად ისაუბრა შტრაუსის, მალერისა და შუბერტის ხელოვნებაზე, მათი ნაწარმოებების სპეციფიკაზე.  ლექციის ბოლო ნაწილი დაეთმო მეოცე საუკუნის დასაწყისში ვენაში  მოღვაწე კომპოზიტორთა შემოქმედებას. 
ლექციის მსვლელობისას მუსიკოლოგიის დოქტორმა აუდიტორიას მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტები მოასმენინა.
შეხვედრის დასასრულს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ფირცხალაიშვილი, ასლან დიასამიძე და მაგისტრატურის სტუდენტმა - სალომე მახათელაშვილი, შეასრულეს შტარუსისა და მალერის ნაწარმოებები (თამაზ ცერიაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი - ნინო ნიშნიანიძე).
 

«««