სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა
დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის  საჯარო ბიბლიოთეკაში „ავსტრიული კუთხე“ გაიხსნა. 
,,ავსტრიული კუთხის“ გახსნა გულისხმობს საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით  ავსტრიული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამდიდრებას.
,,ავსტრიული კუთხის“ გახსნასთან ერთად მოეწყო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ავსტრიული ლიტერატურის გამოფენა. ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, მთარგმნელმა, მზია გალდავაძემ მსმენელს წარუდგინა ბერტა ზუტნერის წიგნი  „წერილები საქართველოდან“, რომელიც 2021 წელს გამოიცა და ბერტა და არტურ ზუტნერების საქართველოში ცხოვრების პერიოდში შექმნილ საგაზეთო სტატიებს აერთიანებს.  
საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება ბერტა ზუტნერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა.  აქვე წარმოდგენილია ფოტო-მასალა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის საქართველოში ცხოვრების პერიოდიდან.
 ,,ავსტრიული კუთხის“ გახსნასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი სტუმრობდნენ.
შეხვედრა მუსიკალურად გააფორმეს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა: ანიტა არაბული,  ელისაბედ დოლიძე (ვიოლინო), ალექსანდრე ანთიძე (კლარნეტი), კონცერტმეისტერები რუსუდან ჯინჭარაძე, ვახტანგ კონცელიძე, პედაგოგები ელენე კონკალიდი და ზურაბ ჯიგნარაძე.
 
 
   
 
 

«««