სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროფესორ ნანა ტრაპაიძის წიგნის ,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ და ,,კრიტიკულ თეორიული ანთოლოგიის“ წარდგენა
პროფესორ ნანა ტრაპაიძის წიგნის ,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ და ,,კრიტიკულ თეორიული ანთოლოგიის“ წარდგენა
 26 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა 2017 წლის ლიტერატურული პრემია ,,საბას“ გამარჯვებულის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პროფესორ ნანა ტრაპაიძის წიგნის ,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ და ,,კრიტიკულ თეორიული ანთოლოგიის“ წარდგენა.
 
,,ლიტერატურა არ არის ის, რაც ცხოვრებას უბრალოდ ამკობს ან ახალისებს. ის თვითონ არის ცხოვრება, ხან უნიღბო, ხან-შენიღბული, მაგრამ ყველა შემთხვევაში -გაბედულება, რომელიც მხოლოდ სიტყვას შეუძლია“ - ნანა ტრაპაიძე.
შეხვედრა შერეული ფორმატით გაიმართა - ავტორსა და მკითხველთა ნაწილს ბიბლიოთეკამ   სამკითხველო დარბაზში უმასპინძლა, ხოლო წიგნის რედაქტორები და ასევე სხვა მსურველები  ზუმის პლატფორმით შემოგვიერთდნენ.
 
წიგნის შესახებ მოსაზრებები გაგვიზიარეს პროფ. ლევან ბერძენიშვილმა და პროფ. ელგუჯა მაკარაძემ. წიგნის შექმნის პროცესისა და შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორელმა და გიორგი ხეოშვილმა. სამკითხველო დარბაზიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მწერალმა პაატა შამუგიამ.
 
ნანა ტრაპაიძის წიგნი ,,ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ თანდართული ,,კრიტიკულ-თეორიული ანთოლოგიით“ გამოიცა 2020 წელს. წიგნი წარმოადგენს ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომს, კერძოდ ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის კრიტიკულ ანალიზს. წიგნში დიდი ადგილი ეთმობა ქართული ლიტერატურის როგორც წარსულის გადააზრებას, ისე თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ანალიზს. წიგნის სააზროვნო კონტექსტია ლიტერატურის თეორია, ლიტერატურის სოციოლოგია, ქართულ-დასავლური ლიტერატურული კავშირები. 
წიგნი წარდგენილია პრემია ,,საბაზე“.
 
   

«««