სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
შეხვედრა ლიტერატურულ კლუბში „შენი სივრცე“
2019 წლის 24 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა მკითხველთა კლუბის “შენი სივრცე” წევრთა შეხვედრა. განიხილეს პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი”, კლასიკური მაგალითი იმ წიგნებისა, რომლებიც უნდა იკითხო გუნების გამოსაკეთებლად, ფიქრის გასაქარვებლად, ყოველგვარი სირთულისა და სიღრმეების გარეშე. მკითხველებს მოეწონათ მწერლის სადა და პოეტური ენა. წიგნი “ალქიმიკოსი” შთამბეჭდავია იმ მხრივადაც, რომ გასწავლის თუ როგორ უნდა აიხდინო ოცნება, გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების. წიგნი არის სტიმული რომ ებრძოლო სამყაროს სირთულეებს და გახდე იმაზე უკეთესი ვიდრე ხარ. წიგნი სავსეა საოცარი ფრაზებით.
კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება კვირას, 1 დეკემბერს, 12 საათზე, რომელზეც განიხილება ნოდარ დუმბაძის “მარადისობის კანონი”. კლუბის ხელმძღვანელი მარიკა ძნელაძე.

«««