სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში
წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში
   პროექტის „წიგნის როლის ადამიანის ცხოვრებაში“ ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში სკოლა „მასტერკლასის“ IV კლასის მოსწავლეები (მასწავლებლები: სოფიო ვაჩნაძე, თამუნა ანთაძე) იმყოფებოდნენ. 
   მოსწავლეებმა ბიბლიოთეკარებთან ერთად ისაუბრეს  პაპირუსებიდან თანამედროვე ნაბეჭდ წიგნებამდე რა ტრანსფორმაცია განიცადა წიგნმა და რა როლი აქვს მოზარდის ცხოვრებაში კითხვას. ასევე წიგნთან ურთიერთობაზე, ავტორის, სათაურის, პერსონაჟების  მნიშვნელობასა და  საოჯახო ბიბლიოთეკაზე, ბიბლიოთეკაში დაცულ რარიტეტულ წიგნებსა და ანდერსების „იცვის ჭუკზე“, რომელიც 178 წლის წინათ,  დღევანდელ დღეს, 11 ნოემბერს გამოიცა და დღემდე ბავშვების საყვარელი ზღაპარია.
   მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნეშიც კი, როცა ირგვლივ თითქმის ყველაფერი ტქნოლოგიებმა ჩაანაცვლეს, წიგნის კითხვასა და წიგნთან უშუალო შემხებლობას არლერნატივა არ აქვს, რადგან, სწორედ წიგნის მეშვეობით სწავლობენ ბავშვები ეროვნულ სულისკვეთებას, კულტურას, გმირობას. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ , რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა, ხელი მაინც დაგცდება მისკენ და ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნისკენ. 
    მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს წიგნადი ფონდები, სადაც მეგზურობა განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ გაუწია და დეტალურად ესაუბრა წიგნის მოვლის, თაროებზე განთავსებისა და სარგებლობის წესებზე. 
 

«««