საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას ესტუმრნენ
ბათუმის N35 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას ესტუმრნენ (მასწავლებლები მირანდა აგირბა და მალვინა ვაშაყმაძე).
ბავშვთა დარბაზში პატარებს განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლეს. ესაუბრნენ საბავშვო მწერლებზე და ლიტერატურაზე, იაკობ გოგებაშვილის დედაენაზე, ხუთწუთიან მოთხრობებსა და წიგნის მნიშვნელობაზე.
წაიკითხეს ლელა ცუცქირიძის “პატარა თხუპნია ქვაბი”. უპასუხეს მხიარული მოთხრობიდან დასმულ შეკითხვებს.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დღესვე მკითხველებად დარეგისტრირდა და მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, საბავშვო დარბაზის წიგნადი ფონდით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ.

















