სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან
შეხვედრა პოეტ ზაურ გერგედასთან — სითბოსა და ლექსების საღამო ბათუმის ბიბლიოთეკაში
 27 ივნისს, ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტ ზაურ გერგედასთან შეხვედრა.
ღონისძიება წარიმართა თბილ და ინტელექტუალურ გარემოში, სადაც პოეტის შემოქმედება სიტყვად და ემოციად გაცოცხლდა.
 პოეტის ლექსები ხატოვნად წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს პოეტმა ბელა ქებურიამ, მწერალმა ანზორ კუდბამ, პოეტმა იაშა თანდილავამ, მოქანდაკემ და მხატვარმა თემურ მახარაძემ.
 შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, წიგნების განხილვითა და გულთბილი დიალოგებით.
 პროექტის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი: პოეტი შორენა დოლიძე (აღაზა მთისშვილი)
 ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ბიბლიოთეკის როლს, როგორც სივრცის, რომელიც ხელოვნებას, აზრსა და ადამიანურ კავშირს ემსახურება.

«««