ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოო ლამაზო“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ კიდევ ერთხელ გახსნა თავისი კარი ახალგაზრდა თაობისთვის — ამჯერად, ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია „საქართველოო ლამაზო“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში წიგნიერების, შეგრძნების და შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარების გაძლიერებას.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები ა(ა)იპ „მწიგნობარის“ წარმომადგენლების მხრიდან.

















