საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში
საჯარო ლექცია თემაზე:
„გზა დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ (1914–1918)“
ლექცია წაიკითხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონ ჯემალ კარალიძემ.
სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის ისტორიული მოვლენები და პოლიტიკური პროცესები, რომლებმაც საფუძველი დაუდო საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ღონისძიების მიზანი იყო ისტორიული მეხსიერების გაღრმავება და საზოგადოებრივი დიალოგის წახალისება.














