საღამო კლასიკური გიტარის ჰანგებში
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა გამოჩენილ გიტარისტსა და კომპოზიტორს ტარიელ იბერს, რომელიც მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მუსიკოსი საზოგადოებას წარუდგინა და მის შემოქმედებაზე ისაუბრა ბათუმელმა კომპოზიტორმა ვაჟა ტუღუშმა.
დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ავტორის მიერ შესრულებული შთამბეჭდავი კომპოზიციები, რომელთა შთაგონების წყარო ქართული ხალხური პოლიფონიაა.
ყოველი პიესის წარდგენას თან ახლდა გულწრფელი და სიღრმისეული განმარტება — მუსიკა აქ მხოლოდ ჰანგი არ იყო, არამედ ნააზრევი და განცდილი ისტორია.
მუსიკოსმა თავისი შემოქმედებით ბიბლიოთეკის სივრცე ნამდვილ კულტურულ სალონად გადააქცია.


















