საჯარო ლექცია - გიორგი ლეონიძის 125 წელი
დღეს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც გიორგი ლეონიძის 125 წლის იუბილეს მიეძღვნა.
- თემა: გიორგი ლეონიძე — პოეტი, მწერალი, ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე
- სპიკერი: შორენა მახაჭაძე — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
გულთბილ, ინტელექტუალურ და შთამაგონებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის N1 საჯარო სკოლის კლუბ „ინტელექტის“ წევრები, მადონა სამნიძის ხელმძღვანელობით.
გიორგი ლეონიძის პოეზიამ კიდევ ერთხელ გაახსენა ახალგაზრდებს სიტყვიერების ძალა და ქართული კულტურის სიღრმე.



















