სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბიბლიოთეკარის პროფესილული დღე
ბიბლიოთეკარის პროფესილული დღე
ბიბლიოთეკარის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საინფორმაციო სივრცეში თანამშრომლებთან შეხვედრით დასრულდა. 
    ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა პროფესიული დღე მიულოცა თანამშრომლებს და სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ მრავალწლიანი ერთგული შრომისა და საზოგადოების ინტელექტუალური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ასევე ისაუბრა ბიბლიოთეკის თანამედროვე ფუნქციებზე, სამომავლო ხედვებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა და მომავალში იგეგმება.
   ღონისძიება ბიბლიოთეკის თანამშრომლებისადმი დაფასებისა და მხარდაჭერის გამოხატულება იყო. მსგავსი შეხვედრები, ორგანიზატორთა შეფასებით, კიდევ უფრო ამყარებს პროფესიულ ერთობასა და შიდა კავშირს გუნდის წევრებს შორის.

«««