წიგნის მსოფლიო დღე
2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში ბათუმის N10 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები მოვიდნენ (პედაგოგი ციური ბალაძე).
წიგნის სამყაროში მოსწავლეები მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ამოგზაურა. გააცნო ბავშვთა დარბაზში გამოფენილი ახალი წიგნები, ესაუბრა წიგნის საერთაშორისო და წიგნის ჩუქების დღის მნიშვნელობასა და კითხვის აუცილებლობაზე. წაუკითხა ჭაბუა ამირეჯიბის “მუყაითობა და შეუპოვრობა”. ისაუბრეს მოთხრობის ირგვლივ, რომ ნებისმიერი წარმატება თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა.
პატარებმა საყვარელი ზღაპრის გმირები დაასახელეს და წაიკითხეს ლექსები, განსაკუთრებულად იაქტიურეს ქართული ანდაზების ცოდნაში.
ღონისძიებას განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე დაესწრო, რომელმაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძებაზე ისაუბრა და პატარებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა.



















