შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ სოფიო ბარშოვასთან
2025 წლის 23 აპრილს, 13:00 საათზე, ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა მწერალ და მთარგმნელ სოფიო ბარშოვასთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ შპს განათლება სკოლა იმედის (პედაგოგები: ქ. გოშხეთელიანი, ნ. ბლიაძე, თ. ფუტკარაძე) და კერძო სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის (პედაგოგები: ქ. დავითაძე, ა. მიქაელიანი) მოსწავლეები.
სოფიო ბარშოვამ ისაუბრა თავის შემოქმედებაზე, წიგნებზე, თარგმანებზე და მწერლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა – მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.
მადლობას ვუხდით სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.



















