ტერენტი გრანელის პოეზია
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში ტერენტი გრანელის პოეზიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის #13 საჯარო სკოლის VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები (პედაგოგი თეკლე ჩხაიძე), განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე და ბიბლიოთეკარები დაესწრნენ.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ ისაუბრა ეპოქაზე, სადაც ეს გენიალური პოეტი მოღვაწეობდა, მის ტრაგიკულ ბედსა და რა თქმა უნდა ტერენტის უკვდავ შემოქმედებაზე.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ტერენტის პოეზიიდან მათი საყვარელი ლექსები და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის წერილები პოეტისადმი მიძღვნილი.
დღესვე საერთო-სამკითხველო დარბაზში მოეწყო ტერენტი გრანელის წიგნების გამოფენა.


















