სურათი

....

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

.

სურათი

სამკითხველო

სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება


წიგნების „ბაგრატოვანთა ქალები“, და „სახელოვანი ქართველი ქალები“- წარდგენა.
წიგნების „ბაგრატოვანთა ქალები“, და „სახელოვანი ქართველი ქალები“-  წარდგენა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზში წიგნების „ბაგრატოვანთა ქალები“, და „სახელოვანი ქართველი ქალები“-  წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ  სკოლა „ნიკეს“ - VIII კლასი მოსწავლეების (დამრიგებელი ნატო იაკობაძე). 
 
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ სხვა ქართველი დიდგვაროვანი ქალების მოღვაწეობაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა გურანდუხტ დედოფალზე, მეფე ბაგრატ III - ის დედაზე, მისმა  შვილმა ბაგრატ III ღვთისმშობლის - მარიამის სახელზე ეკლესია ააგო მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას და მიუძღვნა დედა - დედოფალს. ასევე ვრცლად მიმოიხილა დედოფალი მარიამ - მართას, ბაგრატ IV ასულის და ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ VII დუკას მეუღლის ღვაწლი იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხoვრებაში.  
 
მოწავლეებმა ისაუბრეს  თამარ მეფეზე, მარიამ დადიანზე, ქეთევან დედოფალზე. ქეთევან წამებულზე, რომლის ლოცვის წიგნი ლიტერატურის მუზეუმში ინახება და რომლის ფურცლებსაც დღესაც ემჩნევა ცრემლის, სინათლის ნაღვენთი და ერთგან სისხლის წვეთებიც და კიდევ ძალიან საინტერესო საკითხებზე. 
 
როგორც მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ აღნიშნა, ღონისძიების მიზანი ახალ თაობაში საქართველოს დიდებულ წარსულთან კავშირი და ბაგრატოვანთა თავდადებული ქალების როლის წარმოჩინებაა.

«««