სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქართული საბავშვო წიგნის კვირეული
ქართული საბავშვო წიგნის კვირეული
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ღონისძიებათა ციკლი - ქართული საბავშვო წიგნის კვირეული გრძელდება. დღეს ბავშვთა დარბაზმა ბათუმის მეათე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა (მასწავლებელი ქეთევან ნიკოლაიშვილი).
 
ტრადიციულად, ქართული საბავშვო წიგნის კვირეული იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა, შესაბამისად, საბავშვო მწერლის სამყაროში პატარები მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ამოგზაურა. გააცნო საბავშვო მწერლის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის მიერ შექმნილ მნიშვნელოვან წიგნზე „დედაენაზე“ და იაკობის საბავშვო ლიტერატურაზე. 
 
განსაკუთრებული მოწონება მოთხრობებმა: ,, ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს” და ,,სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს”  დაიმსახურა. იმსჯელეს გმირის დადებით და უარყოფით მხარეებზე, გაანალიზეს რა გზავნილი დაუტოვა მწერალმა აღნიშნული ნაწარმოებით პატარა მკითხველს. თავის მხრივ, მეორე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე. 
 
ღონისძიებაზე პირველკასელებს ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული დედაენის სხვადასხვა გამოცემები მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვჭაძემ გააცნო, ესაუბრა დედაენისა და ზოგადად, წიგნის კითხვის აუცილებლობაზე და პატარებს ურჩია მშობლებთან ერთად მოვიდნენ ბიბლიოთეკაში და წიგნის საინტერესო და ფერად სამყაროში ხშირად იმოგზაურონ. 
 

«««