საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზმა ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მე-6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა
2024 წლის 16 ოქტომბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილების მოსწავლეთა დარბაზმა ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მე-6 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, მასწავლებელი ნანა ჩხარტიშვილი.
მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, დღევანდელი საუბრის თემად მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ საბიბლიოთეკო საქმე და სამკითხველო დარბაზში თავისუფალი დაშვების შემთხვევაში, სასურველი წიგნის გატანასთან დაკავშირებული პროცედურები შეარჩია.
აღინიშნა, რომ ბიბლიოთეკაში მოსულ მკითხველებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს წიგნს თავად რომ ირჩევენ. შესაბამისად, მოსწავლეებს მთავარმა ბიბლიოთეკარმა დეტალურად აუხსნა სასურველი ლიტერატურის შერჩევის სხვადასხვა გზა. განსაკუთრებული ინტერესი საკატალოგო სისტემამ გამოიწვია, რომელიც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. მიღებული ცოდნა ბიბლიოთეკის სტუმრებმა, ადგილზე, პრაქტიკაში განახორციელს და ბიბლიოთეკარებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზეც მიიღეს ამომწურავი პასუხები.
გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდების ცხოვრებაში წიგნისა და წიგნიერების მნიშვნელობას.
დღესვე მკითხველებს განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ დათვალიერებინა სამკითხველო დარბაზები, წიგნადი ფონდები და ურჩია ხშირად იარონ ბიბლიოთეკაში.



















