შეხვედრა სამუსიკო სკოლის დირექტორთან ნატალია ორაგველიძესთან
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში, საგანმანათლებლო პროექტ ,,სალონური საუბრების საღამოების“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორთან ნატალია ორაგველიძესთან. საღამოზე ნატალია ორაგველიძემ, სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა: ანდრია კაპანაძემ, ირაკლი კაკაბაძემ, ბაჩი მიქელაძემ, კესარია ალელიშვილმა და ბარბარე ნემსიწვერიძემ მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ეს იყო ნიჭიერების ფეიერვერკი!
შთამბეჭდავ შეხვედრას პედაგოგები, მშობლები, ნატალიას ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


















