სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ავტორთან შეხვედრა
ავტორთან შეხვედრა
ავტორთან შეხვედრა, განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის, ნამდვილი ფუფუნებაა. დღეს კი ბათუმის მეათე სკოლის მოსწვალეებს  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში სტუმრობა ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება.
 
საოცარი ზღაპრების წიგნი „შუქიფე“ მოსწავლეებს თავად ავტორმა მაია გელაშვილმა წარუდგინა. ისაუბრა წიგნის შექმნის ისტორიაზე, ზღაპრის გმირის შუქიფეს დაუსრულებელ სიკეთეებზე, წიგნში შესული ზღაპრების შინაარსზე და იმ ქალ-ღვთაებებზე, რომლებიც მთავარ გმირს სიკეთისკენ მიმავალ რთულ გზაზე ეხმარებიან.
 
კონკრეტულად კი წიგნში შესული ზღაპრები  მოგვითხრობს ამბავს, მანათობელთმიან მეფის ასულზე, რომელსაც განგებამ დააკისრა ხალხის ხსნა ბოროტებისგან. შუქიფე ამას ახერხებს არა ძალით, ხმლითა და მახვილით, არამედ საოცარი უნარით, აღძრას სულიერში კეთილი საწყისი. ამ რთულ გზაზე მას ქალ-ღვთაებები ეხმარებიან: მინდვრის დედოფალი, წყლის დედოფალი, ცის დედოფალი-კამარი, ნადირთა მფარველი დალი და ადგილის დედა, ხოლო წინ ეღობებიან ბოროტი ძალები: დევები, ქაჯები, ალები, როკაპი, ჭინკები და მაჯლაჯუნები.
 
ყველა ეს კეთილი თუ ბოროტი სახე უხვადაა გაბნეული ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში. აქვე შეხვდებით სხვა მრავალ მითოლოგიურ არსებებსაც: წყლის ცხენსა და მფრინავ ლეკვს, რომელიც ორბის შვილია და 1000 წელიწადში ერთხელ იბადება. ასეთი მფრინავი ლეკვი ჰყავდა ქართული მითოლოგიის გმირ-ამირანს.
 
წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მხატვრობას, რომელიც ქეთევან ძიძიგურმა სპეციალურად, აღნიშნული ზღაპრებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით შექმნა.
 
ავტორთან შეხვედრა საკმაოდ ინტერაქტიული იყო, მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები ზღაპრის გმირების თანამედროვე პროტოტიპებთან. ასევე, უამრავი დეტალით დაინტერესდნენ, რაც მწერლის ცხოვრებას, შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებს უკავშირდება.
 
აღნიშნული წიგნის რამდენიმე  ეგზემპლარი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდშია წარმოდგენილი. ასე, რომ ჩვენო მკითხველებო, ვინც დღეს ვერ შეძელით წიგნის წარდგინებაზე დასწრება და დაინტერესდით აღნიშნული ზღაპრებით, ეწვიეთ ბიბლიოთეკას (ვაჟა-ფშაველას # 21 და ჯავახიშვილის #72)   იკითხეთ ჩვენთან ერთად.

«««