სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


1 ივნისი - ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
1 ივნისი - ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალაგზრდობის განყოფილებაში ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით ჯავახიშვილის #72-ში დილიდან ფუსფუსი იყო, ბიბლიოთეკარები ბავშვების დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, მოიხატა ეზო, მოეწყო სხვადსხვა დროს პატარების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა და გარემო მოირთო ბუშტები.
 
დღეს ჩვენს განყოფილებას ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებს საზეიმო დახვედრა ბიბლიოთეკარებმა ეზოში მოუწყვეს. განყოფილების უფროსმა მოზარდებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა, ესაუბრა თარიღის მნიშვნელობაზე და ერთიან და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. 
 
თავის მხრივ მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს. წაიკითხე ამონარიდები ბავშვთა დაცვის კონვენციიდან და შეასრულეს საბავშვო სიმღერები.  
 
ღონისძება ბავშვთა დარბაზის ორგანიზებით გაიმართა.

«««