სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო
დღეს, 5 მაისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ზურაბ გორგილაძის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო „მე ვიყავ მოზარე, ვიდრე მომღერალი, აკაკის ცრემლებით დამბალო ქვეყანავ...“ გაიმართა.
 
ღონისძიებას ბათუმის მეათე და მეცხრე საჯარო სკოლების უფროსკლასელები დაესწრნენ. მოსწავლეები დიდი ზურაბის პოეზიაში მთავარმა ბიბლიოთეკარმა ელეონორა ძიგუამ ამოგზაურა. ისაუბრა პოეტის შემოქმედებაში საკუთრი კუთხის ტკივილსა და სიყვარულზე, მის ლექსებში გაბნეულ მარგალიტებზე და მასში გამოყენებულ აჭარულ დიალექტებზეც. გაიხსენა პოეტთან ურთიერთობის დეტალები, რაც ყველაზე საინტერესო ამოჩნდა ახალგაზრდებისთვის.
 
 თავის მხრივ მოსწავლეებმა წაიკითხეს ზურაბ გორგილაძის ლექსები, იმსჯელეს წაკითხული სტორფების შინაარსა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ზურაბ გორგილაძის ლექსები არა მარტო აჭარისთვის, არამედ ქართული პოეზიისთვის ნამდვილი საგანძურია და პოეტმა საკუთარი ლექსებით ჩვენი კუთხის ტკივილიანი ისტორია, სიტყვაკაზმულობა და მთაში შემონახული ავთენტური კულტურა ქვეყანას გააცნო და შეაყვარა.
 
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში მოეწყო ზურაბ გორგილაძის წიგნების გამოფენა. ღონისძიებას ბიბლიოთეკარები და განყოფილების ხელმძღვნელი თინა ცენტერაძიე დაესწრნენ. პოეზიის საღამო ტენიკურად უზრუნველყო წამყვანმა ბიბლიოთეკარმა მზევინარ ჯიჯავაძემ.

«««