სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შენი იდეა ბათუმს - ხმის მიცემის მარათონის დასკვნითი ღონისძიება
 შენი იდეა ბათუმს - ხმის მიცემის მარათონის დასკვნითი ღონისძიება
აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  დღეს გაიმართა  შენი იდეა ბათუმს- ხმის მიცემის მარათონის დასკვნითი ღონისძიება. 
 
-ხმის მიცემის მარათონი, რომელმაც სტარტი 20 ნოემბერს აიღო, 1 დეკემბერს დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა. 
 
-ღონისძიებას ესწრებოდნენ იდეების ავტორები და მოქალაქეები. მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღეს  ხმის მიცემის პროცესში და  სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობებში .
 
-ხმის მიცემის ეტაპზე გადასულია 21 იდეა. გამარჯვებული იდეების განხორციელება ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით დაფინანსდება.
 
-„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს განკარგონ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს ბათუმის მერია  და  ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო. მხარდამჭერები: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI

«««