სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს მიენიჭა რამაზ სურმანიძის, ხოლო პერიოდიკის დარბაზს - ტარიელ ფუტკარაძის სახელი
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს მიენიჭა რამაზ სურმანიძის, ხოლო პერიოდიკის დარბაზს -  ტარიელ ფუტკარაძის სახელი
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს გადაწყვეტილებით ბიბლიოთეკის  სამკითხველო დარბაზს მიენიჭა რამაზ სურმანიძის, ხოლო პერიოდიკის დარბაზს -  ტარიელ ფუტკარაძის სახელი. 
 
ჩვენი კუთხის შვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, იყო ავტორი უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და პუბლიცისტური წერილების. ბატონი ტარიელი გახლდათ თავისი ქვეყნის ეროვნული ღირებულებების: ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების დიდი ქომაგი. ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის თანამონაწილე.
 
ბათუმის საპატიო მოქალაქე, პროფესორი რამაზ სურმანიძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო საბჭოს წევრი და საპატიო თავმჯდომარე. საქართველოსა და აჭარის დამსახურებული ექიმი. რომანების, კრებულების, პუბლიცისტური წერილებისა და სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოვებული იყო ღირსების ორდენით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
 
დარბაზების სახელდებით გვსურს  პატივი მივაგოთ ტარიელ ფუტკარაძისა და რამაზ სურმანიძის  ღვაწლს და მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ჩვენი თანაქალაქელების, საამაყო ერისკაცების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

«««