სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.
  2018 წლის 17 მაისს, 21 საათზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოეწყო ბიბლიოთეკის საცავში დაცული თემატური წიგნებისა და ფოტოების გამოფენა. საზოგადოებამ მოისმინა ნოე ჟორდანიას 1918 წლის მიმართვის ჩანაწერი.
 მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა სასულე ორკესტრმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი, ხოლო ფოლკლორულმა გუნდმა ,,ლაშემ“ ქართული ხალხური სიმღერები. ღონისძიებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის - ,,მერცხლის“ მონაწილეობით ფლეშმობი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.
   საღამო წარმართა ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ.
 

«««