2018 წლის 10 მაისს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებას სტუმრად ქალაქ ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მე-4 კლასი (დამრიგებელი მზია ტაკიძე) ეწვია. ბავშვებმა გულისყურით დაათვალიერეს განყოფილების წიგნადი ფონდი, მოსწავლეთა დარბაზში მოისმინეს ახალმიღებული წიგნების მიმოხილვები, გაწევრიანდნენ ბიბლიოთეკაში და გაიტანეს სასურველი ლიტერატურა. შეხვედრის დასარულს ბავშვებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიაზე და მოღვაწეობაზე ესაუბრა. წაუკითხა წერილი „ჯერალდინას“ და სიკეთის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ბავშვებმა სიამოვნებით უცქირეს ნაწყვეტებს ფილმიდან „ბიჭუნა“ საოცარი ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით.