ასტრიდ ლინდგრენის კვირეული იხსნება
ძვირფასო პატარა მკითხველებო, მშობლებო, მასწავლებლებო! ხვალ, 14 ნოემბერს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ასტრიდ ლინდგრენის კვირეული იხსნება
მსოფლიოში "ყველაზე დიდი ბავშვის", ბავშვების საყვარელი მწერლის ასტრის ლინდგრენის შემოქმედებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდებში. ჩვენთან ამ დიდებული შვედი ქალი მწერლის თითქმის ყველა გამოცემაა წარმოდგენილი და ბავშვებიც განსაკუთრებული ყურადღებით კითხულობენ.
ასტრიდის წიგნები 80 ენაზეა თარგმნილი. ამ წიგნებზე 40-მდე ფილმიც გადაიღეს.
პატარა მკითხველებო, გელოდებით ჩვენს სამკითხველო დარბაზებში














