ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარების პროფესიული დღე აღინიშნა

ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარების პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა დამსწრეებს ბიბლიოთეკარის დღე მიულოცა და ისაუბრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განხორციელებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.
ბიბლიოთეკა ცოცხალი სივრცეა – ერთად ვქმნით ცოდნის, ურთიერთობისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს!