მონოგრაფიის ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი" წარდგენა
2025 წლის 14 აპრილს, 13:00 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის პროფესორების მამია ფაღავას, +მერი ცინცაძის და მაია ბარამიძის მონოგრაფიის ,,ქართული ენის ტაოური დიალექტი" (გამოკვლევა, მასალები, ლექსიკონი) წარდგენა.
სპიკერები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მამია ფაღავა და მაია ბარამიძე.











