ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს პოსტერების კონკურსს, თემაზე “საბჭოთა ოკუპაცია”
ბათუმის ამერიკული კუთხე აცხადებს პოსტერების კონკურსს, თემაზე “საბჭოთა ოკუპაცია”
შესრულების პირობები და ფორმატი:
- შემსრულებელი უნდა იყოს 16+ ასაკის;
- უნდა ცხოვრობდეს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე;
- პოსტერი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ონლაინ ან ბეჭდურ პუბლიკაციაში;
- პოსტერს არ უნდა ჰქონდეს სარეკლამო დატვირთვა;
- პოსტერის შინაარსი არ უნდა ლახავდეს ადამიანის უფლებებს;
- პოსტერი არ უნდა შეიცავდეს უცენზურო გრაფიკასა და ტექსტს;
- პოსტერი შესაძლოა იყოს ფერადი ან/და შავ-თეთრი;
- ფორმატი A3;
- PNG ან JPG ფორმატი;
აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი ელ.ფოსტაზე batumiamericancorner@gmail.com, ასევე, საკონტაქტო ინფორმაცია: ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი; მოკლე ბიოგრაფია (ერთ გვერდამდე), რომელიც სასურველია შეიცავდეს ნამუშევრების ვებ-გვერდის ან სოც. ქსელის ლინკს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 4 მარტი
#competition #poster #design #visualarts #BAC #batumiamericancorner #soviet #graphicdesign