სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi
შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi
იდეების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა დრო რჩება
 
 ამ საინფორმაციო ბიულეტენში გიზიარებთ ძირითად კრიტერიუმებს, რასაც „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში დარეგისტრირებული იდეა უნდა აკმაყოფილებდეს:
 
✔ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ხორციელდებოდეს ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
✔ იდეით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;
✔ იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში განსაზღვრულ პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, რაც ამ ეტაპზე 1 მილიონ ლარს შეადგენს;
✔ იმ შემთხვევაში, თუ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
✔ განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული;
✔ იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას;
✔ იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.
 
 იდეების რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge 30 სექტემბრის ჩათვლით
 
შემოგვიერთდით  ერთად გავხადოთ ბათუმი უკეთესი ქალაქი
---
მონაწილებითი ბიუჯეტის პროექტს "შენი იდეა ბათუმს" ახორციელებს ბათუმის მერია და მუნიციპალური სერვისების სააგენტო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის GGI და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით

«««