სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


გამოცდილების გაზიარება დამეგობრებული ქალაქების ბიბლიოთეკებთან
გამოცდილების გაზიარება დამეგობრებული ქალაქების ბიბლიოთეკებთან
 დღეს დამეგობრებული ქალაქების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ და დაუგავპილსის ლატგალეს ბიბლიოთეკამ ვიდეოკონფერენცია გამართა. ონლაინ სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებმა - თეონა ბერიძემ და ანა პაკერემ  ერთმანეთს სამუშაო პრაქტიკები და მიღწევები გაუზიარეს. მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შესახებ. 
 
ვიდეოკონფერენციას ესწრებოდნენ და გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოქმედი ამერიკული კუთხის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროგრამების კოორდინატორმა, მამუკა საფარიძემ, ბიბლიოთეკარმა მარიკა ძნელაძემ და ლატვიის ქალაქ დაუგავპილსის ლატგალეს ცენტრალური ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, იანა კონოპოეცკამ. 
 
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გეგმავს საქმიანობის  გააქტიურებას სოციალური მიმართულებით, ასევე  ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზრდასრულთა და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის,  რომელთა შედგენა/დანერგვისათვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ გაზიარებული გამოცდილება და პროფესიული ექსპერტიზა საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტია.

«««