სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრები თემაზე ,,წიგნის მხატვრობა“
შეხვედრები თემაზე ,,წიგნის მხატვრობა“
ძვირფასო მკითხველებო,
6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრები თემაზე ,,წიგნის მხატვრობა“.
⤵კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:⤵
 
6 აპრილს, 17:00 საათზე  ონლაინ დიალოგი -,,წიგნის დიზაინი და ტექსტი“. მკითხველს ვიწვევთ ზუმ პლათფორმაზე დიალოგისთვის სადაც მოწვეული სპიკერები ლელა ცუცქირიძე (მწერალი,დიზაინერი) და ბესო დანელია (ყდის დიზაინერი) გაგვაცნობენ, თუ რა ურთიერთობა აქვს დიზაინერს ტექსტთან და ავტორთან, ასევე რა უმთავრეს აქცენტს აკეთებენ ყდის დიზაინის შექმნისას.
 
7 აპრილს, 16:00 საათზე  შეხვედრა თემაზე - ,,წიგნის ილუსტრაციის ისტორია“. საერთო სამკითხველო დარბაზში შედგება შეხვედრა მხატვარ გრაფიკოსებთან მაია ჭყონიასა და მაია გერსამიასთან თემაზე: ,,წიგნის ილუსტრაციის ისტორია“. ,,ილუსტრაცია და ტექსტი“. ,,ილუსტრატორი და ავტორი“.ასევე მოეწყობა ნანა გერსამიას მიერ შესრულებული ილუსტრაციების გამოფენა.
 8 აპრილს, 17:00 საათზე ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები: ზიჩი VS ქობულაძე. საერთო სამკითხველო დარბაზში შედგება შეხვედრა მხატვარ კაკო ძნელაძესთან, ქართველოლოგ შორენა მახაჭაძესთან და პედაგოგ ნანი ცეცხლაძესთან. მოეწყობა გამოფენა, წიგნად ფონდში დაცული ,,ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემებისა.
დასწრება თავისუფალია!

«««