სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას 2020 წლის 13 ოქტომბერს 118 წელი შეუსრულდა!
აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას 2020 წლის 13 ოქტომბერს 118 წელი შეუსრულდა!

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას 2020 წლის 13 ოქტომბერს 118 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ ეს თარიღი პანდემიის გამო ბიბლიოთეკაში სტუმრებთან ერთად ვერ აღვნიშნეთ, მაგრამ უამრავი ვიდეო და სიტყვიერი მილოცვა მივიღეთ, რითვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ერთადერთი სტუმარი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გოგოლიშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ბათუმის იმ პერიოდზე, როცა საფუძველი ჩაეყარა ამ დიდ საგანმანათლებლო კერას. საუბარი–დიალოგი, ბიბლიოთეკის დირექტორთან, მწერალ ინგა გოგიბერიძესთან ერთად, ნამდვილად საინტერესო იყო და ვფიქრობთ, ეს ვიდეო–ჩანაწერი ჩვენს მომავალ თაობას და ახალგაზრდებს გამოადგებათ, რათა კარგად გაიცნონ ჩვენი ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ბიბლიოთეკას 118 წლის იუბილეს!

    


«««