სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“
ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“
2019 წლის 19 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“.
სამუშაო შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებთან საინტერესო, დატვირთული და პროდუქტიული იყო. მონაწილეებმა ახალი პროგრამებისა და საბიბლიოთეკო საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმვაზე იმუშავეს. (SWOT analysis: SMART goals; A-F strategy).
აქტივობები მოიცავდა:
1. ბიბლიოთეკის განყოფილებებისა და ამჟამინდელი საქმიანობის SWOT ანალიზს;
2. ახალი პროგრამების, პროექტების, სამუშაო პოლიტიკის დასახვას;
3. A-F სტრატეგიას და მის საბიბლიოთეკო საქმიანობაზე მორგებას;
4. ბიბლიოთეკის SMART მიზნებს;
ბიბლიოთეკარებმა ჯგუფური მუშაობის პრინციპით გააკეთეს პრეზენტაციები და წარმოადგინეს საკუთარი მიმოხილვები შერჩეული თემის და პროექტის ირგვლივ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ტრენინგ-მოდულიში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები მადლობას უხდიან დირექციას საჭირო და დროული ტრენინგის დაგეგმვისათვის და ტრენერ მამუკა საფარიძეს საინტერესო და კომპეტენტური აქტივობისათვის.

«««