სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები აგროვებენ ტანსაცმელს და პირადი მოხმარების ნივთებს, რომელიც გადაეცემა ბათუმის მერიის ერთ - ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს. მოგიწოდებთ ბიბლიოთეკის მკითხველებს - შემოგვიერთდით, ველით თქვენს აქტიურობას.

                                                                                                                           მისამართი: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას №21


«««