სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
23 აპრილი 2019 წელი
ეკვილიბრიუმი მაღალმთიან აჭარას ესტუმრა
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი და კომპანია გალფი აქციის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში მაღალმთიან აჭარას ესტუმრა. მოძრაობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ასობით სოფლის ბიბლიოთეკა მოამარაგა წიგნებით, ბევრი მათგანი აღჭურვა ტექნიკით. ამჯერად წიგნები გადაეცა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ოლადაურსა და მაწყვალთას, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს, პირველ მაისსა და კოკოტაურს და დაბა მახინჯაურის ბიბლიოთეკას. წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობას შესწირეს: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა, აჭარის საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ინგა გოგიბერიძემ და კომპანია PSP-მ.

»»»

26 მარტი 2019 წელი
ბათუმის ამერიკული კუთხისა და Saorsa - საორსას ერთობლივი პროექტი „პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის“
ბათუმის ამერიკული კუთხისა და Saorsa - საორსას ერთობლივი პროექტი „პროფესიული ორიენტაცია აჭარის რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის“ წარმატებით დასრულდა. პროექტის მონაწილე 50 მოსწავლე სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

»»»

20 მარტი 2019 წელი
ფრანკოფონიის კვირეული
ბათუმში, 20-28 მარტის ჩათვლით ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა. კვირეულის დახურვის დღეს, 28 მარტს, დილიდან ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის უცხოური ლიტერატურის საცავში დაცული უძველესი, უნიკალური ფრანგულენოვანი წიგნები გამოიფინება. 28 მარტს, 15 საათსა და 30 წუთზე ბიბლიოთეკაში მოსულ ყველა სტუმარს საშუალება ექნება დაათვალიეროს პირველი სართულის ფოიეში განთავსებული ფრანგული უნიკალური წიგნადი ფონდი. ასევე ამ ფონდის ნაწილი გამოიფინება ბიბლიოთეკის მეორე სართულზე,ძირითად საცავში. აქ განთავსებული წიგნების დათვალიერება შეეძლებათ მხოლოდ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს. ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართება ფრანგული ენის სწავლების უფასო წრის პრეზენტაცია (პრეზენტატორი - წამყვანი ბიბლიოთეკარი ელენე ტუღუში), რომელსაც დაესწრება ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი პიერ კლუე სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

»»»

19 მარტი 2019 წელი
ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“
2019 წლის 19 მარტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგ-მოდული „პროგრამათა და აქტივობათა სტრატეგიული დაგეგმვა“. სამუშაო შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებთან საინტერესო, დატვირთული და პროდუქტიული იყო. მონაწილეებმა ახალი პროგრამებისა და

»»»

7 მარტი 2019 წელი
სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ...
2019 წლის 7 მარტს, სასტუმრო ჰილტონში გამართული საღამო ქალბატონებს მიეძღვნათ... დარბაზში შეკრებილი იყო ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქალბატონები, რომლებიც უხმაუროდ და ხშირად, საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად აკეთებენ ჩვენი ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან საქმეს - მებაღეები, ექთნები, აგრონომები, სანდასუფთავების თანამშრომლები, ბიბლიოთეკარები, მრავალშვილიანი დედები და სხვა პროფესიობის ქალბატონები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან. ,, ... ჩვენ უკვე" ბათუმის ქალთა კლუბი" აღარ ვართ, უკვე გაზრდილი და გადიდებული საზოგადოება "ქალები ძლიერი რეგიონისთვის" ვართ“. განაცხადა ქალბატონმა თამარ გუდავამ. ყველაზე თბილი მაინც დაჯილდოების ნაწილი იყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბ-ნმა თორნიკე რიჟვაძემ, პირადად გადასცა სიმბოლური ჯილდოები ქალბატონებს. დაჯილდოებულთა შორის იყო

»»»