სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
3 სექტემბერი 2019 წელი
ახალმიღებული მხატვრული ლიტერატურის საჯარო გამოფენა-წარდგენა
2019 წლის 3 სექტემბერს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში ახალმიღებული, ყველა თაობისათვის განკუთვნილი თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საჯარო გამოფენა-წარდგენა

»»»

23 აგვისტო 2019 წელი
,,წიგნი, ავტორი, მკითხველი’’ და ,,ეკვილიბრიუმი’’
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, 2019 წლის 23 აგვისტოს ქარელის რაიონის სოფელ ,,აბანოს’’ საჯარო სკოლის პედაგოგები: მანანა ხაბალაშვილი და ნათია სხირტლაძე ესტუმრენ. პროექტით ,,წიგნი, ავტორი, მკითხველი’’ და ,,ეკვილიბრიუმი’’ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ საჩუქრად გადასცა ქარელის რაიონის სოფელ ,,აბანოს’’ საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 28 ეგზემპლარი წიგნი, 207 ლარის (ორას შვიდი ლარის ) ღირებულების. #აკეთესიკეთე #ჩვენთანკარგია

»»»

22 აგვისტო 2019 წელი
ამერიკელი პროფესორის დევიდ შულცის ლექცია თემაზე-„როგორი იქნება აშშ-ს 2020 წლის არჩევნები?"
22 აგვისტოს, 16:30 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ შულცის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე:,,როგორი იქნება აშშ-ს 2020 წლის არჩევნები?". ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ფარგლებში ტარდება. ჰემლაინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი დევიდ შულცი ასწავლის სხვადასხვა მიმართულებებს ამერიკული პოლიტიკის - საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება, კამპანიები და არჩევნები, სამთავრობო ეთიკა. ასევე არის მინესოტას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სადაც ასწავლის საარჩევნო სამართალს. არის 30 წიგნისა და 100-ზე მეტი სტატიის ავტორი თემებზე: ამერიკის პოლიტიკა, საარჩევნო სამართალი, მედია და პოლიტიკა. სამჯერ აქვს მიღებული ფულბრაიტის სტიპენდია, 2013 წელს მიენიჭა ლეზლი ა.უიტინგტონის ეროვნული ჯილდო საჯარო სწავლების სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის.

»»»

20 აგვისტო 2019 წელი
საბიბლიოთეკო ტრენინგი
2019 წლის 20 აგვისტოს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საბიბლიოთეკო ტრენინგი „ციფრული ბიბლიოთეკის განვითარების ტენდენციები და პროექტი „ივერიელი“, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკართათვის წარმოადგინა საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის პრეზიდენტმა - რუსუდან ასათიანმა. ტრენინგზე საუბარი იყო საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმდინარეობისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და დანერგვაზე; ციფრული, ჰიბრიდული და ვირტუალური საბიბლიოთეკო ტიპების უზრუნველყოფასა და მასზე შეუფერხებელ წვდომაზე; ელექტრონული რესურსების შექმნის საერთაშორისო გამოცდილებასა და მის ისტორიაზე. რუსუდან ასათიანმა ისაუბრა ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელზე", რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერითა და უზრუნველყოფით მიმდინარეობს და მასში ჩართულია აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაც; იგი მუდმივად განახლების და მუშაობის პროცესშია და მომხმარებელს სთავაზობს დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ნოტების, აუდიო მასალების, ფოტოების და სხვა იშვიათი გამოცემების ელექტრონულ ასლებს სხვადასხვა ფორმატში (Adobe PDF, JPEG, MPEG Audio). აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ეროვნულ დისერტაციებს და ავტორეფერატებს. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მხარს უბამს თანამედროვე-ციფრული საბიბლიოთეკო საქმიანობის მიმდინაობასა და განვითარების პროცესს. #იკითხეთჩვენთან #ბიბლიოთეკაყველგან #აქინახებაჩვენიმატიანე

»»»

19 აგვისტო 2019 წელი
ბათუმის ხელოვნების ფესტივალ „არგანში“, მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე
2019 წლის 19 აგვისტოს, 17-დან 18 საათამდე, ბათუმის ხელოვნების ფესტივალ „არგანში“, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე. იგი ფესტივალზე მოსულ პატარებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულს“ წაუკითხავს. გელოდებით 19 აგვისტოს ბათუმის ცენტრალურ პარკში 17:00 საათიდან.

»»»