სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


სიახლეები
7 ოქტომბერი 2019 წელი
„ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილი ისე ჰგავს ბებიას უბრალოებასა და ღიმილში, იქიდან სამახსოვრო ფოტოს გარეშე როგორ წამოვიდოდი“…
„ასტრიდ ლინდგრენის შვილიშვილი ისე ჰგავს ბებიას უბრალოებასა და ღიმილში, იქიდან სამახსოვრო ფოტოს გარეშე როგორ წამოვიდოდი“…

»»»

5 ოქტომბერი 2019 წელი
„ევროპის მემკვიდრეობის დღეები''-რარიტეტური წიგნების გამოფენა
ა(ა)იპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მიიჩნევს აუცილებლად ჩაერთოს „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ საქართველოში დაგეგმილ აქტივობებში და გამოთქვამს მზადყოფნას ამა წლის 5 ოქტობერს ჩაატაროს ღონისძიება „ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურის გამოფენა“. ღონისძიების კონცეფცია განსაზღვრულია როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციაზე დაფუძნებით,ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობით ახლაგაზრდებისათვის. ღონისძიების ფარგლებში, ამა წლის 5 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ღია სამკითხველო სივრცეში გაიმართება ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული უნიკალური, მეთვრამეტე - მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეში გამოცემული ფრანგულენოვანი, გერმანულენოვანი, ინგლისურენოვანი და სხვა ევროპულ ქვეყნებში გამოცემული რარიტეტული ლიტერატურა. ასევე გამოიფინება ძველი ქართული ლიტერატურის ნიმუშები,რომლებიც ასევე ევროპული ლიტერატურულ- კულტურული მემკვიდრეობის დიდი ოჯახის ღირსეული წვერები არიან. ღონისძიების დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვად მოვიაზრებთ ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტს.

»»»

3 ოქტომბერი 2019 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ დიეგო კოლასს მასპინძლობდა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ დიეგო კოლასს მასპინძლობდა. ბატონმა დიეგო კოლასმა დიდი ყურადღებით დაათვალიერა ბიბლიოთეკა, წიგნის საცავები და ბიბლიოტეკის ოქროს ფონდი, რომელშიც 400 -ზე მეტი, რარიტეტული ფრანგული გამოცემა ინახება. დაისახა ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

»»»

1 ოქტომბერი 2019 წელი
თეა ჭანტურიშვილის საჯარო ლექცია უმბერტო ეკოს შემოქმედებაზე
2019 წლის 1 ოქტომბერს, 16 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, იტალიური ლიტერატურისა და კულტურისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში ჩატარდება აჭარის ა/რ განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო და საზოგადეობასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თეა ჭანტურიშვილის საჯარო ლექცია - იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს შემოქმედება. https://net.adjara.com/Movie/main?id=2632&q=SD&s=Georgian დასწრება თავისუფალია.

»»»

25 სექტემბერი 2019 წელი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, სამუშაო ვიზიტით ეწვია, საქართველოში ამერიკის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი, ქალბატონი ალთეა ქოლი მარფრი
2019 წლის 25 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, სამუშაო ვიზიტით ეწვია, საქართველოში ამერიკის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი, ქალბატონი ალთეა ქოლი მარფრი. ქალბატონმა ალთეამ ბიბლიოთეკის დირექტორთან, ქალბატონ ინგა გოგიბერიძესთან და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკული კუთხის“ კოორდინატორებთან ერთად დაათვალიერა ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი, გაეცნო რესურსს და დაისახა ახალი სამომავლო გეგმები. საუბარი გულთბილდა საქმიან ატმოსფეროში მიმდინარეობდა. შეხვედრა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა.

»»»