სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(23.04.2021)
23 აპრილი 2021 წელი
,,საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის 2021“ - ვიდეო მიმართვა ,,წიგნის როლი და მნიშვნელობა“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს! ,,საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეულის 2021“ ფარგლებში გთავაზობთ ვიდეო მიმართვას ,,წიგნის როლი და მნიშვნელობა“. წიგნის შექმნის, გამომცემლობისა და საავტორო უფლებების შესახებ საუბრობს გამომცემელი და რედაქტორი მარი კორინთელი, გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში“.

»»»

23 აპრილი 2021 წელი
ბათუმის საჯარო ბილიოთეკაში კერძო ბაღის აღსაზრდელები იმყოფებოდნენ.
ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის საჯარო ბილიოთეკაში კერძო ბაღის აღსაზრდელები იმყოფებოდნენ. ბაღის აღსაზრდელებს მიესალმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცა. წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ანა მჟავანაძემ სტუმრებს ჩვენს ფერად, საბავშვო კუთხეში გამოფენილი წიგნების გმირები გააცნო. პატარა მკითხველებმა ბიბლიოთეკა დაათვალიერეს და მოისმინეს ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი“ (გურამ პეტრიაშვილი).

»»»

23 აპრილი 2021 წელი
საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული - 2021, სლოგანით ,,ბიბლიოთეკა, ყველგან სადაც ხარ“ გაიხსნა
დღეს, საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული - 2021, სლოგანით ,,ბიბლიოთეკა, ყველგან სადაც ხარ“ გაიხსნა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, კვირეულის ფარგლებში, გამოფენას ,,ქართული წიგნი“ მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული ქართველ ავტორთა

»»»

23 აპრილი 2021 წელი
წიგნის საერთაშორისო დღე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებაში
წიგნის საერთაშორისო დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო -ახალგაზრდობის განყოფილებას ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მესამე კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს. მწერლის ცნობილი ზღაპრიდან

»»»