სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ღონისძიებები
(16.11.2018)
16 ნოემბერი 2018 წელი
დისკუსია ,,მემედ აბაშიძე - ქართველთა ერთიანობისთვის მებრძოლი"
2018 წლის 16 ნოემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა დისკუსია ,,მემედ აბაშიძე - ქართველთა ერთიანობისთვის მებძოლი’’. დისკუსია მიეძღვნა მემედ აბაშიძის დაბადებიდან 145 წლისთავს. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ინგა გოგიბერიძემ საღამო გახსნა ზურაბ გორგილაძის ლექსით - ,,მემედ ბატონი’’. მემედ აბაშიძის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობასა და მის მამულიშვილურ დამსახურებებზე ისაუბრეს მომხსენებლებმა და სტუმრებმა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტმა - ანა ბაგრატიონმა წარმოადგინა თემა - ,,მემედ აბაშიძე და მისი ღვაწლი ქართველ მუსლიმთა განმანათლებლობისა და ქართული მწერლობის განვითარების საქმეში’’. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ბატონმა ოთარ გოგოლიშვილმა, მიმოიხილა და შათამბეჭდავად ისაუბრა 1900-1908 წწ. მიმდინარე პროცესებზე და მემედ აბაშიძის პოლიტიკურ და ტრაგიკულ მოვლენებზე. სიამაყით და დიდი პატივით გაიხსენა მისი ღვაწლი, პოეტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბატონმა დავით თედორაძემ. პოეტმა ქალბატონმა ცისანა ანთაძემ ისაუბრა მემედ აბაშიძისა და იმდროინდელი ინტელიგენციის ურთიერთობაზე, წაიკითხა უცნობი წერილები და საკუთარი ლექსი, რომელიც მიუძღვნა დიდ მამულიშვილს. გამომსვლელებს შორის იყვნენ: ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე, (ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი) ქალბატონი მზიულა ერისთავი-ღლონტისა, (მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი და სამუზეუმო ასოციაციის წევრი) ქალბატონი ნანი გუგუნავა. (მწერალი და პუბლიცისტი) საღამოზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო მემედ აბაშიძის ოჯახის წევრი, შვილიშვილი - ქალბატონი ნარგიზ აბაშიძე. შემაჯამებელი სიტყვისას ქალბატონმა ნარგიზმა ემოციები ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ დიდი სიამაყის განცდა რასაც, მემედ აბაშიძის შვილიშვილობა ჰქვია ასმაგად გაუმძაფრა იმ ფაქტმა, რომ წლების შემდეგაც ახალგაზრდების დაინტერესება მისი პიროვნებით, დასამახსოვრებელი და გამორჩეული იყო. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მზად არის აქტიურად ჩართოს ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ჩვენი წარსული ისტორიის სამაგალითო ადამიანების და მოვლენების ამსახველ დისკუსიებში, კონფერენციებში და საჯარო სალექციო აქტივობებში. #ბიბლიოთეკაშიინახებაჩვენიისტორია

»»»